ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია ევროპის ჩემპიონატზე? - ნაკრების ექიმის კომენტარი

ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია ევროპის ჩემპიონატზე? - ნაკრების ექიმის კომენტარი

22-08-2017, 16:16

ქართული მედია საშუალება adjarasport საქართველოს კალათბურთის ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის კომენტარს ავრცელებს, სადაც ის ზაზა ფაჩულიას მდგომარეობაზე და მის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსებზე საუბრობს.

სამწუხაროდ, 3 დღის წინ ზაზამ მარცხენა კოჭ-წვივის სახსარი გადაიბრუნა, რის შემდეგაც ჩაუტარდა პირველადი დახმარება – მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და რენტგენი. ღრძობა და ზოგადად, ტრავმა საშუალო სიმძიმისაა. სერიოზულად დაზიანებული არაა რბილი ქსოვილები და ძვლოვანი სტრუქტურა. შესაბამისად, უკვე დავგეგმეთ მკურნალობა.

ამ ეტაპისთვის საბერძნეთში ვიმყოფებით და რეაბილიტაციას გავდივართ. ფაჩულიას ყოველდღიურად, ყოველსაათობრივად უტარდება გეგმიური სარებილიტაციო მკურნალობა. ესაა ფიზიოთერაპია, კრიოთერაპია ანუ ყინულით თერაპია, მედიკამენტოზური მკურნალობა, სპეციალური ვარჯიშები.

აღნიშნული პროცედურები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მათ შემდეგაც მივყვებით, თუმცა, 5 დღე იმისთვისაა, რომ ზაზა გარკვეულ კონდიციებს დაუბრუნდეს. შეზღუდული დროის მიუხედავად უნდა შევძლოთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ფაჩულია შეძლებისდაგვარად მწყობრში იყოს. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება პროცესი და დინამიკა როგორი იქნება”.


წყარო : sport.adjara.com

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით