კალათბურთი / ევრობასკეტი 2017
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მორიგი ფავორიტი ნაკრები დაამარცხა.

ამჯერად ჩვენმა ბიჭებმა ამხანაგური ტურნირის ეგიდით გამართულ შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთის ნაკრებს აჯობეს.

შეხვედრა ძალიან დრამატული გამოვიდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 72-71 დაამარცხა.

მატჩში საუკეთესო უდავოდ გიორგი ცინცაძე იყო, გადამწყვეტი სამქულიანი სწორედ ქართველი გამთამაშებლის ანგარიშზეა.

ასევე აღსანიშნავია გიორგი შერმადინის თამაში, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია. ჩვენი ნაკრები უკვე ხვალ 24 აგვისტოს 19:45 სთ-ზე სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.








კომენტარის დამატება