საქართველოს ნაკრების პირველი თამაში ევრობასკეტზე

კალათბურთი / ევრობასკეტი 2017 30-აგვ, 22:389 Sportnews 3470 0






ევროპის ჩემპიონატი ანუ ევრობასკეტი სტარტს 31 აგვისტოს აიღებს და 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. ჩვენი ნაკრები უკვე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს აღნიშნულ ტურნირზე.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 31 აგვისტოს ჩაატარებს, მატჩი საქართველოს დროით 19:30 საათზე დაიწყება, ჩვენი პირველი მეტოქე კი ლიტვის ძალიან ძლიერი ნაკრები იქნება. შეგახსენებთ, რომ წინა ევროპაზე სწორედ ლიტვის ნაკრებთან დავმარცხდით 4 ქულით და ტურნირს გამოვეთიშეთ. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ჯგუფში ლიტვის გარდა ისრაელის, უკრაინის, გერმანიის და იტალიის ნაკრებები არიან. ჩვენი ჯგუფის შეხვედრები ისრაელში გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018