ზაზა ფაჩულიას ემოციური კომენტარი უკრაინასთან მარცხის შემდეგ

ზაზა ფაჩულიას ემოციური კომენტარი უკრაინასთან მარცხის შემდეგ

3-09-2017, 23:45

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში უკრაინასთან 81:88 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და მარცხის მიზეზებზე ილაპარაკა.

„დიპლომატიური ვიქნები. ქართველებმა მხოლოდ ჯიგრით თამაში ვიცით - ეს მართლა გვაქვს, მაგრამ ასეთ პრინციპულ შეხვედრაში მხოლოდ ჯიგარი ვერ გვიშველის. უნდა გამოიჩინო ინტელექტი, ცოდნა და პატარა დეტალებს ყურადღება მიაქციო. საბოლოო ჯამში, მოგებაში სწორედ ეს დაგეხმარება. ჩვენ კი ბოლო ორ შეხვედრაში სწორედ ამ დეტალებს არ ვაქცევთ ყურადღებას და მხოლოდ ჯიგრით ვთამაშობთ. ამას კი კალათბურთი არ გაპატიებს - ამიტომაც დავისაჯეთ“, - ამბობს ზაზა ფაჩულია.

წყარო : 1tv.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით