მიდის თუ არა მარკოიშვილი ნაკრებიდან? - კალათბურთელმა განცხადება გააკეთა

კალათბურთი 11-სექ, 20:539 Sportnews 2125 0





როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზაზა ფაჩულიას შემდეგ ნაკრები შესაძლოა მანუჩარ მარკოიშვილმაც დატოვოს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი თავად კალათბურთელმა გააკეთა, სადაც ეს ინფორმაცია უარყო.

"არსად არ განმიცხადებია და არც პირად საუბარში მითქვამს, რომ სანაკრებო კარიერის დასრულება მსურს. ამას თუ გადავწყვეტ, აუცილებლად გავაგებინებ საზოგადოებას. ეს როდის მოხდება, ჯერ არ ვიცი, მანამდე კი მსურს საქართველოს ეროვნულ გუნდს, ჩემს ქვეყანას ვემსახურო და მომავალ, რთულ დაპირისპირებებში ბიჭებს გვერდში დავუდგე".-აცხადებს მანუჩარ მარკოიშვილი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა