ყველაზე ცუდი ინფორმაცია ვიქტორ სანიკიძეზე ქართველი გულშემატკივართათვის

კალათბურთი 13-სექ, 22:549 Sportnews 5122 0





საქართველოს კალათბურთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის მზადება მართლაც ახალი გუნდით მოუწევს, ზაზა ფაჩულიას შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულება ვიქტორ სანიკიძემაც გადაწვიტა.

ვიქტორს ტრავმის გამო ევრობასკეტი 2017 გამოტოვებაც მოუწია, ის უკვე 31 წლისა და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია, მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში. კალათბურთი იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი. დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის ... მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!“, - წერს სანიკიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნაკრების შესაძლო დატოვებაზე ინფორმაცია მანუჩარ მარკოიშვილზე და გიორგი ცინცაძეზეც გავრცელდა, მანუჩარმა ეს ინფორმაცია უარყო , ცინცაძეს კი ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018