შენგელია MVP გახდა: რამდენ ქულას აგდებს თორნიკე საშუალოდ?

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 25-ოქტ, 12:289 manchester3 1792 0






სპორტულმა საიტმა Esport.ge-მ "ბასკონიას" ქართველ ლეგიონერს თორნიკე შენგელიას ძალიან საინტერესო სტატია მიუძღვნა.

იგი ამ სეზონში გუნდის კაპიტანია და მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. "გიპუზკოა ბასკეტთან" შეხვედრაში 23 ქულა მოაგროვა და ვიტორიელებს გამარჯვება მოაპოვებინა. დაძაბული ორთაბრძოლა ბასკონიელებმა 68:66 მოიგეს.

მატჩში მოედანზე მყოფთგან შენგელიამ ყველაზე მეტი – 36:36 წუთი ითამაშა და მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. თოკომ 9-დან 8 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 33 ერთეული შეადგინა, რაც მე-5 ტურის მატჩების მონაწილეთაგან ვერავინ გადაფარა.

5 მატჩიდან მას მხოლოდ ერთში "ბარსელონას" წინააღმდეგ არ მიუღია მონაწილეობა. მისი საშუალო ქულათა მაჩვენებელი კი 17.5–ის ტოლია. რაც შეეხება მოხსნებს, იგი 5.5–ს უდრის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018