კალათბურთი / ქართული კალათბურთი
შენგელიას ემოციური განცხადება, როდესაც საუკეთესოდ დაასახელეს!...

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. „ბასკონიას“ ქართველმა ლეგიონერმა, რომელიც ამ სეზონიდან გუნდის კაპიტანია, „გიპუზკოა ბასკეტთან“ შეხვედრაში 23 ქულა მოაგროვა და ვიტორიელებს გამარჯვება მოაპოვებინა.

“ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გაცილებით მეტი, ვიდრე ჩემი პირადი სტატისტიკა. რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის მერე, მოგება გვჭირდებოდა. 4-მატჩიანი საგარეო ტურნეს შემდეგ, როგორც იქნა, შინ დავბრუნდით და იმედია, ახლა, წარმატებული სერია გვექნება.

ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გველის, რადგანაც ევროლიგაში 2 გადაბმული მატჩია დაგეგმილი და შემდეგ, ჩემპიონატშიც შინაურ კედლებში ვითამაშებთ.

ვცდილობ, “ბასკონიას” მაქსიმალური დახმარება მოვუტანო. მინდა, თანაგუნდელებისთვის მაგალითის მიმცემი ვიყო, როგორც მოედანზე, ასევე – მის მიღმა. მოხარული ვარ, რომ ამჯერად ჩემი გარჯა შედეგის მომტანი აღმოჩნდა”
, - განაცხადა შენგელიამ.

ინფორმაციის წყარო: GBF.ge








კომენტარის დამატება