ამერიკელმა გულშემატკივრებმა ზაზა ფაჩულიას უსტვინეს

კალათბურთი / NBA 03-ნოე, 12:079 Sportnews 4163 0






რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" სტუმრად ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს "სან ანტონიოს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 112:92 დასრულდა, არადა მატჩის განმავლობაში იყო ეპიზოდი, როდესც "სან ანტონიო" მეტოქეს 19 ქულით ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ შეხედრა "გოლდენ სტეიტის" 20 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.

როგორც აღმოჩნდა "სპურსის" გულშემატკივრებს არ დავიწყებიათ ინციდენტი, რომელიც გასულ სეზონში ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდს შორის მოხდა, ქართველის გვარის გამოცხადების დროს "სპურსის" ფანებმა სტვენა დაიწყეს და ისე შეეგებნენ ზაზას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ორი ტექნიკურის გამო "სპურსის" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი პარკეტიდან გააძევეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018