"ფაჩულია მწვრთნელს ულტიმატუმებით ელაპარაკებოდა, ის კი არ წავიდა ნაკრებიდან, გაიქცა"

10-11-2017, 23:07

დღეს მედია საშუალება "აიპრესზე" საქართველოს კალათბურთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კახა შენგელიას საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა.

შენგელიამ ბევრ საინტერესო თემასთან ერთად ზაზა ფაჩულიას ნაკრებიდან წასვლაზე და ევრობასკეტზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ფაჩულია მწვრთნელს ულტიმატუმებით ელაპარაკებოდა, ის კი არ წავიდა ნაკრებიდან, გაიქცა"


"დიახ მისის წასვლა ნაკრებიდან გაქცევას უფრო ჰგავდა. თანაგუნდელები ფეისბუქით არ უნდა იგებდნენ, რომ ნაკრების კაპიტანი მიდის ნაკრებიდან."

"დიახ. ნამდვილია და ამხელა მოთამაშეები ნაკრებიდან ასე არ მიდიან. ნაკრების კაპიტანი მესამე მწვრთნელით არ უნდა ელაპარაკებოდეს მთავარ მწვრთნელს ევროპის ჩემპიონატზე და თან ულტიმატუმებით. ჯერ მაგაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი ამ ფედერაციას, რომ ასეთი სიტუაცია იყო იქ.

რატომ მოიგო კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონატი? იმიტომ, რომ წამყვანი მოთამაშე დასვა, რომელიც იმ მომენტისთვის ნაკრებისთვის წაგებიანად ჩათვალა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს. ფაჩულია რაღაც მომენტში სკამზე რომ მჯდარიყო, მოვიგებდით თამაშებს, ამის წინაპირობა არსებობდა. ეს წინა ტურნირებმაც აჩვენა, სადაც ზაზას არ უთამაშია. ამის შემდეგ ჩამოდის ფაჩულია და თურმე ყველა უნდა გადაწყობილიყო მასზე. ფაჩულიაზე ეწყობოდა გუნდი.

იმის ნაცვლად, რომ ზაზა მორგებოდა გუნდს, რომელსაც უკვე მოგებული ჰქონდა თამაშები ლიტვის, ლატვიის, საბერძნეთის ნაკრებებთან და მოიგო აკროპოლისის თასი, პირიქით ითხოვდა, ყველა მის თამაშს უნდა მორგებოდა.

შედეგის გამო თუ გაუშვეს ნაკრებიდან მწვრთნელები, მიზეზი უნდა თქვან. ადამიანებს ჩუმად არ უნდა უშვებდნენ და ამ ამბავს, ღამე კულუარულად არ უნდა ვიგებდეთ. ევრობასკეტზე უამრავი პრობლემა იყო, რომლებიც ნაკლებად იყო მეორე და მესამე მწვრთნელების ბრალი. 2 კვირაში მსოფლიოს შესარჩევი თამაშია. რატომ არ ტარდება ეს თამაში საქართველოში, ეს კიდევ ცალკე თემაა და ამაზეც ვისაუბრებ. ამ პრობლემებზეა ხმამაღლა სალაპარაკო და არა კულუარულად.

განცხადებების გაკეთდა ზაზა ფაჩულიას მხრიდან, რომ მარტო ჯიგარი აქვთ ქართველ კალათბურთელებს. გემახსოვრებათ ეს ინტერივუ და თურმე ამის ხარჯზე თამაშობენ და ყველაფერი ამან იცის მარტო, მაგით შეიძლება მოატყუოს დამწყები გულშემატკივარი.

ზაზა როგორ ხელში აყვანილი მოიყვანეს გუნდში კაპიტნად, კარგად მახსოვს, ასევე მინდოდა ხელში აყვანილი ყოფილიყო ჩემს მეხსიერებაში. სამწუხაროდ, ასე ვერ მოიქცა. ის ერევა პროცესებში და ყველაფერზე ამბობს, არ ვიცის. ყველაფერში ერევა. მაშინ მე იძულებული გავხდები დანარჩენი ნაკრები ჩაერიოს და ვნახოთ, ფაჩულია თუ დანარჩენი ნაკრები."


წყარო: ipress.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით