კალათბურთი
თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს!

თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშეა. ოღონდ ეს ტიტული “ბასკონიას” ქართველმა ფორვარდმა მოსკოვის ცსკა-ს ამერიკელ ლეგიონერ – კორი ჰიგინსთან გაიყო. ევროლიგის მე-14 ტურს 2 გამორჩეული მოთამაშე ჰყავდა, რომელთა საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31-ს უწია. ორივე მათგანს ევროლიგამ ტურის MVP-ის ტიტული უბოძა. სხვათა შორის, მე-13 და მე-10 ტურსებსაც 2 MVP ჰყავდათ.

შენგელიამ მე-14 ტურში “ბარსელონასთან” 85:82 მოგებულ მატჩში 29:28 წუთი ითამაშა და 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ 24 ქულაც და მოგროვებული სარგებლიანობის ინდექსიც (31) შენგელიასთვის ევროლიგაში პირადსარეკორდო გახლდათ.

კორი ჰიგინსმა თანა-MVP-ის ტიტული “ხიმკისთან” მოგებულ მატჩში დაიმსახურა. ამერიკელმა მძიმე ფორვარდმა 35 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მისმა ინდექსმაც 31-ს უწია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროლიგაში გამართულ 14 ტურში მოგებული 2-2 MVP-ის ტიტულით 3 კალათბურთელი ლიდერობას – ნანდო დე კოლო (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (რეალი) და ალექსეი შვედი (ხიმკი).

წყარო : საქართველოს კალათბურთის ფედერაცია








კომენტარის დამატება