ზაზა ფაჩულიას სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - ქართველის ბრწყინვალე თამაში

კალათბურთი / NBA 31-დეკ, 09:069 Sportnews 4631 0






ზაზა ფაჩულიას სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - ქართველის ბრწყინვალე თამაში


დღეს დილით გამთენიისას "გოლდენ სტეიტი" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "მემფისს" დაუპირისპირდა.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ, ქართველმა შესანიშნავი სტატისტიკა დადო და სამმაგ დუბლამდე არც თუ ბევრი დააკლდა.

"გოლდენ სტეიტის" ძირითადმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 17 ქულას, 8 მოხსნას და 6 გადაცემას მოუყარა თავი.

ზაზა 100 პროცენტიანი მაჩვენებლით გამოირჩა, ჩააგდო 6 დან 6 ორ ქულიანი და 5 დან 5 საჯარიმო.

მორიგ შეხვედრას "მეომრები" უკვე 2018 წლის 4 იანვარს "დალასს" დაუპირისპირდებიან.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018