კალათბურთი / NBA
კევინ დურანტმა და სტივ ქერმა ზაზა ფაჩულიაზე ისაუბრეს

ზაზა ფაჩულიამ გასულ შეხვედრაში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ძალიან კარგი რეზულტატიჩ ჰქონდა, ქართველმა ქალათბურთელმა 17 ქულას, 8 მოხსნას და 6 გადაცემას მოუყარა თავი.

რომ არა სტეფ კარი ზაზა უდავოდ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდებოდა, მაგრამ "გოლდენ სტეიტის" მთავარმა ლიდერმა ზაზა ფაჩულიას ეს წოდება წაართვა. ამის შესახებ თავად გუნდის მწვრთნელმა სტივ ქერმა ისაუბრა, ასევე კომენტარი ზაზაზე კევინ დურანტმა გააკეთა, რომელმაც საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ზაზამ ძალიან კარგი კალათბურთი ითამაშა, ის სწორედ და კარგად გადაადგილდება მოედანზე და დიდ სამუშაოს ასრულებს"-შეაქო კევინ დურანტმა ქართველი.

"ზაზა დღეს ძალიან კარგი იყო, თუმცა მას საუკეთესოს წოდება კარიმ მოპარა, ჩვენ ფაჩულია ძალიან გვიყვარს"-აცხადებს "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი.











კომენტარის დამატება