წლის აღიარება! - გიორგი შერმადინი ესპანეთში ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დაასახელეს

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 03-იან, 23:509 Sportnews 2301 0





გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 2017 წლის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი გახდა. ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის შეჯამების შემდეგ, შერმადინმა პირველი ადგილი დაიკავა და „ბარსელონას“ კალათბურთელს, ანტე ტომიჩს აჯობა, რომელსაც ეს პრიზი აქამდე ზედიზედ ოთხჯერ ჰქონდა მოგებული.

2017 წელს გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში ორი გუნდის, „მორაბანკ ანდორას“ და „უნიკახას“ შემადგენლობაში ითამაშა. ქართველმა ცენტრმა გასულ წელს საერთო ჯამში 524 ქულა და 238 მოხსნა დააგროვა.

წყარო: imedinews.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა