ითამაშებს მაიკლ დიქსონი გერმანიისა და ავსტრიის ნაკრებების წინააღმდეგ?

კალათბურთი 24-იან, 13:249 Sportnews 558 0






ითამაშებს მაიკლ დიქსონი გერმანიისა და ავსტრიის ნაკრებების წინააღმდეგ?


მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი მატჩი ელის საქართველოს ნაკრებს 23 თებერვალს სტუმრად ავსტრიასთან, 25 თებერვალს კი სახლში გერმანიისთან.

მნიშვნელოვან შეხვედრებამდე დაახლოებით 1 თვე რჩება, შესაბამისად ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებით აინტერესებს თუ რა მდგომარეობაში არიან ჩვენი კალათბურთელები.

"ბაჰჩეშეჰირის" შემადგენლობაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონმა გუნდის შემადგენლობაში ბოლო სამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.

როგორც გაირკვა დიქსონმა შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა საბედნიეროდ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის საქართველოს დახმარებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ლიდერების გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ძალა ბოლო ორ თამაშში სწორედ დიქსონი იყო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018