"ზაზა სწორედ ამ ადამიანის რეკომენდაციის შემდეგ დავიმატეთ. "

კალათბურთი 28-სექ, 22:499 Sportsman 2445 0






დეტროიტ პისტონის ახალმა მწვრთნელმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. ინტერვიუს დროს, დუეინ კეისი ზაზა ფაჩულიასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისი "დეტროიტში" დამატება სტივ კერის რეკომენდაციის შემდეგ გადაწყვიტა.

" სტივ კერს შეეძლო ზაზას შესახებ საერთოდ არაფერი ეთქვა, თუმცა ის ასე არ მოიქცა და ფაჩულიაზე ბევრი კარგი რამ თქვა. ზაზას გამოცდილება ჩვენნაირი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ჩვენი ცენტრისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდა კალათბურთელებსაც გაუზიარებს. "

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან ფაჩულია სწორედ "დეტროიტ პისტონის" რიგებში წარსდგება, რისთვისაც ის წელიწადში 2 მილიონზე მეტს მიიღებს..



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018