Image

კირილენკომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში დაადასტურა

კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 16-აპრ, 22:189 Sportnews 1317


"იუტა ჯაზის" რუსმა ფორვარდმა ანდრეი კირილენკომ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა ევროპის ჩემპიონატის D კგუფში.

"რამდენიმე დღეში საბოლოოდ ჯანმრთელი ვიქნები და ნელ-ნელა ვარჯიშსაც დავიწყებ - რუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ანდრეი კირილენკომ - ჯერ ფიზიკურად მოვემზადები, ივნისის ბოლოსკენ კი სრულად დატვირთვა შემეძლება. ნაკრების მწვრთნელ დევიდ ბლატთან ჯერ არ მისაუბრია და ნაკრებიდან ზარს ჯერაც ველოდები. წინასწარი შეთანხმების თანახმად, ეროვნულ გუნდს 1 აგვისტოს უნდა შევუერთდე. ნაკრებში არასოდეს დამიგვიანია და ახლაც ასე იქნება. ერთი თვე მოსამზადებლად სრულიად მეყოფა.
თუკი საუკეთესო შემადგენლობის შეკრება მოვახერხეთ, ჩვენი მიზანი ოქროს მედლების მოპოვება უნდა იყოს, თუმცა, ამის მიღწევა იოლი როდი არ იქნება".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრების კიდევ ერთმა ლიდერმა ტიმოფეი მოზგოვმა ამას წინათ მუხლი იტკინა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის რუსეთის ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (236)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა