შენგელიას "პეპინსტერი" მიწაზე დაეშვა

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 16-აპრ, 22:249 Sportnews 1250 0





თორნიკე შენგელიას „პეპინსტერმა“ ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში ლიდერი „შარლერუა“ სენსაციურად დაამარცხა, გუშინ კი სტუმრად ცხრილში მის ქვემოთ მყოფ „ლიეჟთან“ წააგო – 70:81.

ამ გამარჯვებით „ლიეჟი“ „პეპინსტერს“ მოგებ–წაგებებით გაუთანაბრდა, თუმც ბურთების შეფარდებით ცხრილში შენგელიას გუნდის წინაა და მე–6 ადგილზე იმყოფება.

ქართველმა ლეგიონერმა „ლიეჟთან“ მხოლოდ 12 წუთს ითამაშა და 2 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა. შენგელიამ 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ჩააგდო.

მომდევნო შეხვედრას „პეპინსტერი“ 27 აპრილს შინ „ანტვერპენთან“ ჩაატარებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა