შენგელიას 13 ქულა 18 წუთში

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 27-ნოე, 18:089 Richie 1286 0






თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ბელგიის ჩემპიონატში. „შარლერუა“ მორიგი ტური მატჩში სტუმრად „გენკს“ შეხვდა და რომ გაიმარჯვა (75:67), ამაში ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის წვლილი მნიშვნელოვანია.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ის ალბათ გაცილებით მეტს ითამაშებდა, რომ არა პერსონალურების ლიმიტი, რის გამოც ქართველმა ფორვარდმა მოედანი ნაადრევად დატოვა. სანამ მოედანზე იყო, შენგელია საკმაოდ სარგებლიანი გახლდათ. თორნიკემ 10 ცდიდან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 საჯარიმოდან მეტოქის კალათში 1 მოათავსა. შესაბამისად, ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა დააგროვა, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. შენგელიაზე მეტი ქულა (16) შარლერუელთაგან მხოლოდ დემონ მალემ მოაგროვა.

ამ გამარჯვებამ ისედაც პირველზე მყოფ „შარლერუას“ ლიდერობა გაუმყარა. მომდევნო მატჩს ბელგიის პირველობაზე შენგელიას გუნდი 10 დეკემბერს „ანტვერპენთან“ გამართავს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018