კვლავ ორმაგი დუბლი

კვლავ ორმაგი დუბლი

27-11-2011, 20:10

ზაზა ფაჩულიას ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, რომელსაც ნბა–ში ლოკაუტის დასრულების გამო მალე თურქული „გალათასარაის“ დატოვება მოუწევს, „ტრაბზონის“ წინააღმდეგ შეხვედრაში 11 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტამბოლელებმა ტრაბზონელებს უმასპინძლეს და იოლად – 87:67 დაამარცხეს. ფაჩულიასასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ზაზამ 4-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიან საკუთარ ფარზე 11 მოხსნა განახორიცელა, ხოლო მეტოქისაზე – 1 და მთლიანობაში შეხვედრა 11 ქულით, 12 მოხსნით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა. გალათასარაელტაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა – მერტ შუმპერტს ჰქონდა, თუმცა მას საერთო სარგებლიანობის მაჩვენებლით ქართველმა ცენტრა აჯობა.

„გალათასარაის“ 6 მოგება და 1 მარცხი აქვს და თურქეთის ჩემპიონატში „ბეშიქთაშთან“ ერთად მეორე ადგილზე იმყოფება. პირველზე კი შვიდივე მატჩის მომგები „ეფესია“. მომდევნო მატჩს სტამბოლელები 4 დეკემბერს ანთალიაში გამართავენ.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით