Image

გრინის და ჰეინსის "გრან კანარია" თურქულ "ბანვითსაც" გადააფრინდა

კალათბურთი 30-ნოე, 22:369 Dark Dante 1136


















მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ ევროთასის გათამაშებაში მორიგი მატჩი მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელებმა თურქული „ბანვითის“ 85:61 განადგურებაში მიიღეს მონაწილეობა...

თუკი პრიმერადივიზიონის გასულ მატჩში ორივე მათგანი ხუთეულში იყო, ახლა თავიდანვე მოედანზე მარკიზ ჰეინსი გავიდა, რომელმაც 21:33 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 2–2 მოხსნა–პასი მოაგროვა. ჰეინსმა 6 ცდიდან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა.



რაც შეეხება გრინს, იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე ჰეინსზე ოდნავ მეტი – 22:25 წუთი გაატარა. ტორინმა ერთადერთი ორქულიანი ააცილა, ხოლო 6 სწამქულიანი ცდიდან 3 ჩააგდო. გრინს 2 მოხსნა და 3 პასიც ჰქონდა.



“გრან კანარია” მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს კვლავ “ბანვითთან” გამართავს, ოღონდ, მეტოქეს უკვე თურქეთში ეწვევა.



გრან კანარია 3 0 240 195 6

ლოკომოტივი 2 1 234 211 5

ბანვითი 1 2 201 232 4

სკაილაინერსი 0 3 190 227 3

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა