Image

ვიქტორ სანიკიძე იტალიაში ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

კალათბურთი / ქართული კალათბურთი 05-დეკ, 14:509 Richie 2207


















ვიქტორ სანიკიძე იტალიის სერია A-ს გასული, მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ფორვარდმა დიდი უპირატესობით გაუსწრო მეორეზე გასულ „ტერამოს“ ჩერნოგორიელ ლეგიონერ მილოშ ბორისოვს.

საუკეთესო მოთამაშე მატჩის სტატისტიკური მაჩვენებლების გამაერთიანებელი კოეფიციენტით ვლინდება. სანიკიძეს ეს კოეფიციენტი გასულ ტურში საუკეთესო ჰქონდა და მან 42 შეადგინა. ბორისოვისამ კი – 33.

სანიკიძე ანალოგიურ მაჩვენებელში ბოლოსწინა ტურში მესამე შედეგი აჩვენა, ხოლო იმის წინ – მეორე. ბოლო სამი მატჩია ქართველი ფორვარდი მოედნიდან ორმაგი დუბლის გარეშე არ გამოდის, თუმცა გასულ, მე–9 ტურში ვიქტორმა „დინამო სასარის“ წინააღმდეგ მართლაც შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა. 36 წუთში 27 ქულა, 16 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი მიითვალა.

ცნობისთვის, ევრობასკეტ 2011-ის სიმბოლურ ხუთეულში შესული, ამჯერად „სიენაში“ მოთამაშე ბო მაკალების სარგებლიანობის კოეფიციენტმა ამავე ტურში 19 შეადგინა, ხოლო ცნობილი დანილო გალინარის მონაგარმა 25-ს უწია.

დავძენთ, რომ სანიკიძე იტალიის ჩემპიონატში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანობა არ გამოუჩენია: 27 ქულაც და 16 მოხსნაც მისთვის სარეკორდოა. აქვე დავძენთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სანიკიძის მიერ მოგროვებული სარგებლიანობის კოეციციენტი (42) საუკეთესო შედეგია. ზუსტად ამდენი აქვს მოგროვებული სკავოლინელ ჯეიმს უაიტს მეორე ტურში "ვარეზეს" წინააღმდეგ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (338)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა