Image

გრინის და ჰეინსის გუნდი სარაგოსაში 2 ქულით დამარცხდა

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 05-იან, 22:209 Richie 974


ახალი წლის პირველი მატჩი გამართა ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „გრან კანარიამ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელები – ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი იცავენ. კანარიელები სარაგოსაში ადგილობრივ გუნდს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 61:63 დამარცხდნენ.

ორივე ქართულპასპორტიანი სასტარტო ხუთეულში იყო. ჰეინსმა მოედანზე 22:39 წუთი გაატარა, 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 8 ქულას 2 მოხსნა და 3 პასი წაამატა, გრინმა კი 11:10 წუთში სამქულიანი ააცილა და 3-3 მოხსნა-პასს დასჯერდა.

“გრან კანარიასესპანურ პრიმერადივიზიონში 5 მოგება აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „გრან კანარია“ 8 იანვარს, შინ „ვალენსიასთან“ გამართავს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (204)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა