Image

ვიქტორ სანიკიძე სერია A-ს ტურის საუკეთესო მოთამაშე მეორედ გახდა

კალათბურთი 06-იან, 09:409 Alex_Song 1447


მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი გამართული 8 მატჩიდან ყველაზე მაღალი იყო და 34 შეადგინა. მომდევნო ადგილზე მიჰაილ ბორისოვი (32) გავიდა, ხოლო მესამე ამერიკელი დევიდ დიენერი (30) გავიდა.

ორმაგი დუბლი სანიკიძისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბოლო 8 მატჩიდან ვიქტორმა უკვე მეექვსე დუბლი შეასრულა და დამსახურებულად ამართლებს საკუთარ მეტსახელს – „ეარ ჯორჯიას“. მან გასულ ტურშიც ყველაზე მეტი – 14 მოხსნა მოაგროვა, რასაც 19 ქულა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაყოლა. სანიკიძემ6–დან 4 ორქულიანი, 4–დან 2 სამიანი და 9–დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 1 პერსონალური მიიღო, ხოლო მასზე მეტოქეებმა 8–ჯერ დაარღვიეს წესი.

სანიკიძის ბრწყინვალე თამაშმა საბოლოოდ მის გუნდს – „კანადიან სოლარს“ მეტოქე „მონფერატო“ 70:62 დაამარცხებინა. არადა, სანიკიძის გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 8 ქულით აგებდა, მაგრამ ქართველი ფორვარდის შედეგიანმა გარჯამ ბოლონიელებს მორიგი, მეტად საჭირო გამარჯვება მოაპოვებინა.

9 გამარჯვებითა და 4 მარცხით სანიკიძის გუნდი ცხრილში მესამე ადგილზე გამაგრდა და მის წინ მხოლოდ „სიენა“ და „არმანი ჯინსია“. მომდევნო ტურში, 8 იანვარს, ბოლონიელები სიენელებს სტუმრად ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მათ ცხრილში გაუთანაბრდებიან.

წარმატებას მიაღწია “ბანკო დი სარდინია სასარიმ”, რომლის ღირსებასაც ნიკა მეტრეველი იცავს. სარდინიელებმა სტუმრად “ანჯელიკო ბიელას” 78:73 სძლიეს, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი ხუთ წუთში მოედანი უქულოდ დატოვა. ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ 35 წუთში 15 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მეტრეველის გუნდს 7 მოგებითა და 6 მარცხით მე-9 ადგილი უკავია.

ამ ტურში ისვენებდა მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „ბენეტ კანტუ“, რომელიც 8 იანვარს „ბიელას“ უმასპინძლებს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (145)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]