Image

ატლანტამ შარლოტი დამატებით დროში დაამარცხა

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 07-იან, 22:179 Richie 1187


“ატლანტა ჰოუქსმა“ ზედიზედ მეორე მატჩში ითამაშა ოვერტაიმი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამჯერად გაიმარჯვა. წინა შეხვედრაში ატლანტელებმა სამმაგ ოვერტაიმში „მაიამისთან“ შინ დათმეს შეხვედრა, დღეს გამთენიისას კი შარლოტში „ბობქეთსი“ 102:96 დაამარცხეს. ძირითადი დრო 91:91 დასრულდა, თუმცა დამატებით ხუთწუთეულში ზაზა ფაჩულიას გუნდმა იძალა.

ქართველმა ცენტრმა 10:22 წუთს ითამაშა და 5 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო. საბოლოოდ მას 2 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დაუგროვდა, რაც აღნიშნული სათამაშო დროის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი შედეგია.

ატლანტელებს ჯოშ სმიტმა ულიდერა, რომელმაც 40 წუთში 23 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. „ქორების“ ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა 43 წუთში 15 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

5 გამარჯვებითა და 3 წაგებით „ატლანტა“ „ორლანდოს“ გაუთანაბრდა და ამ გუნდთან აღმოსავლეთ კონფერენციაში V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი ხვალ გამთენიისას შინ „ჩიკაგოსთან“ გამართავს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (214)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა