ფაჩულიამ "ატლანტას" გამარჯვებაში 6 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა

კალათბურთი 08-იან, 23:169 Alex_Song 1111 0






შეხვედრა დღეს, გამთენიისას გაიმართა ატლანტაში და მასპინძლეთა გამარჯვებით – 109:94 დასრულდა.

ატლანტელებმა იმდენად კარგად ითამაშეს მატჩის საწყის სამ პერიოდში, რომ ბოლო მეოთხედის 8 ქულით წაგების მიუხედავად მაინც დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვეს. გაქანება არ მისცეს ჩიკაგოს სუპერვარსკვლავ დერიკ როუზს, რომელმაც შეხვედრა 8 ქულით, 6 პასით და 5 დაკარგვით დაასრულა.

ჩინებულად გაისარჯნენ ატლანტელთა სასტარტო ხუთეულის მოთამაშეები – ჯოშ სმიტი, ჯო ჯონსონი, ალ ჰორქორდი, ჯეფ ტიგი. დიდი სამსახური გაუწია ატლანტელებს სათადარიგო ვლადიმირ რადმანოვიჩმა, რომელმაც ჩიკაგოელებს 5 სამქულიანი ჩაუგდო და შეხვედრა საბოლოოდ 17 ქულით დაასრულა. რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ფაჩულიამ ბოლო მატჩებთან შედარებით მოედანზე მეტი დრო გაატარა. 20 წუთში ზაზამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 5 ორქულიანიდან 3 გამოიყენა, საჯარიმო კი არ უსვრია.

6 გამარჯვებითა და 3 წაგებით „ატლანტა“ აღმოსავლეთის ცხრილში 1 საფეხურით აიწია და ახლა მე–5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ქორები“ ნიუ ჯერსიში, „ნეთსთან“, 10 იანვრის გამთენიისას გამართავენ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018