Image

სანიკიძის 22 ქულამ ბოლონიელებს პესაროში ვერ უშველა

კალათბურთი 09-იან, 20:289 Alex_Song 1336


ქართველი ფორვარდის შედეგიანი თამაში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან უკვე 2 თვეა, იგი მოედანს შესანიშნავი სტატისტიკით ტოვებს. მორიგ ტურში სანიკიძის შედეგიანობას მისი გუნდის წაგება აუფერულებს, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ლიდერია, ბევრისმეტყველია.

“კანადიან სოლარი” სტუმრად “სკავოლინის” შეხვდა და გამარჯვების შემთხვევაში, სერია A-ს ლიდერებში გაერეოდა, თუმცა 77:86 დამარცხდა. სხვათა შორის, მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის “კანტუსაც” 9 მოგება და 5 წაგება აქვს და ეს გუნდები III-IV ადგილებს იყოფენ.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მორიგ ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მოედანზე გატარებულ 28 წუთში ვიქტორმა 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, 9 მოხსნიდან კი 5 მეტოქის ფარზე განახორციელა. ვიქტორის აქტივში 2 პასიც გახლდათ.

სანიკიძის ეფექტიანობის კოეფიციენტი 26 გახლდათ და ეს სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი “სკავოლინის” ამერიკელი გამთამაშებელი რიჩარდ ჰიკმანი (29) გახდა, რომელმაც 39 წუთში 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 5 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

მომდევნო ტურში, 11 იანვარს, „კანადიან სოლარი“ „სიენას“ უმასპინძლებს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (129)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]