ატლანტელებმა ნიუ ჯერსი გამოიჭირეს

კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 10-იან, 22:429 Richie 1210 0





„ატლანტა ჰოუქსმა“ მიმდინარე სეზონში „ნიუ ჯერსი“ უკვე მესამედ დაამარცხა. ზაზა ფაჩულიას გუნდი „ნეთსს“ დღეს გამთენიისას ნიუ ჯერსიში შეხვდა და 106:101 მოუგო.



ატლანტელებისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. გვარიანი ჩამორჩენის მიუხედავად მასპინძლებმა მატჩის ბოლო წუთებზე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ფავორიტად მიჩნეულმა „ჰოუქსმა“ მაინც იმარჯვა.



ქართველმა ცენტრმა თავისი გუნდის სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი – 13 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატვა. ფაჩულიამ 2 ორქულიანი ააცილა, სხვა მხრივ კი 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.



3 მარცხის მქონე „ატლანტა ჰოუქსმა“ მე–7 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთის კონფერენციის ცხრილში მეოთხე ადგილზე აღზევდა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ხვალ, გამთენიისას, ინდიანაში „პეიზერსთან“ გამართავს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018