Image

ატლანტამ გასვლითი ტურნე ნიუ იორკში წაგებით დაასრულა

კალათბურთი 23-თებ, 20:149 Alex_Song 1181


უცხო ქალაქებში გამართული შეხვედრებიდან ზაზა ფაჩულიას გუნდმა მხოლოდ ფინიქსში მოიგო, ლოს ანჯელესში, პორტლენდში, ჩიკაგოში და დღეს, გამთენიისას ნიუ იორკშიც წააგო. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ტრავმებია. ალ ჰორფორდის დაკარგვის შემდეგ ატლანტელებს გუნდის ლიდერი ჯო ჯონსონიც დაუშავდათ.

„მედისონ სკვერ გარდენში“ გამართული შეხვედრის ბედი პირველი ტაიმის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი იყო. მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს – 60:35. მეორე მეოთხედში ბევრიც არაფერი შეცვლილა. სტუმრებმა ჩამორჩენის მხოლოდ ოდნავ შემცირება შეძლეს და საბოლოოდ 82:99 დამარცხდნენ.

ნიუიორკელებს მოულოდნელად ამობრწყინებულმა ჩინელმა ფენომენმა ჯერემი ლინმა ულიდერა. ლინმა 17 ქულა და 9 პასი მოაგროვა და ეს მისთვის ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 8 მატჩში. „ატლანტაში“ კი საუკეთესო ხუთეულში ჯო ჯონსონის სანაცვლოდ მოხვედრილი ვილი გრინი გახდა, რომელმაც 16 ქულა და 4 პასი მიითვალა. ზაზა ფაჩულიამ 22 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 4 მოხსნა და 2–2 პას–დაფარება მოაგროვა.

19 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში „ატლანტა“ მეექვსე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ჯორჯიელები 24 იანვარს შინ „ორლანდოსთან“ გამართავენ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (145)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა