ატალანტას მარცხი ბოსტონთან.

კალათბურთი 08-მაი, 14:419 milboy 1260 0






"ატლანტამ" "ბოსტონთან" სერიის მეოთხე მატჩიც წააგო (79:101) და საერთო ანგარიშით, 1:3 ჩამორჩა. ასეთი ვითარებიდან თავის დაღწევა კი ძალიან რთულია.
ატლანტელებს დაუბრუნდათ ტრავმირებული ალ ჰორფორდი და ჯოშ სმიტი, მაგრამ ამით ვერანაირი ხეირი ვერ ნახეს.
ჰორფორდს ბოლო 5 თვეა, არ უთამაშია და გასაკვირიც არ იყო, რომ ის გუნდურ რიტმში ჩვეულად ვერ ჩაჯდებოდა.
არ უთამაშია ზაზა ფაჩულიას, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ამას წინათ გამოთქმული ვარაუდის შესაბამისად, ქართველმა ცენტრმა სერიის მე–5, ანუ მომდევნო მატჩში უნდა ითამაშოს, რომელიც 9 მაისს, ჩვენი დროით, გამთენიისას ატლანტაში გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018