20 წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

20 წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

16-06-2012, 13:13

15 ივნისს საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება კალათბურთის აკადემიის დარბაზში ღია ვარჯიში გამართა. დავით უსტიაშვილის გუნდი ევროპირველობის A-დივიზიონის, C-ჯგუფში 12-22 ივლისს სლოვენიაში ითამაშებს, მეტოქეებად კი ესპანეთი, თურქეთი და ლატვია ეყოლება.

20 წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან


საქართველოს ნაკრებში სასელექციო მუშაობა ზამთრის შემდეგ მიმდინარეობდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. მთავარმა მწვრთნელმა 14 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც ჯერ ფიზიკურად ემზადებოდნენ, ხოლო 11 ივნისიდან აკადემიის დარბაზში შეკრებას გადიან. საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი 12 კალათბურთელი შეირჩევა.

20 წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან


20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 4 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. თბილისში ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებს 26 და 27 ივნისს გაეჯიბრება, ხოლო 5 და 6 ივლისს ესტონეთში ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარებს საკონტროლო მატჩებს.


ინტერვიუ ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან

20 წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან


- 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის სრული შერმადგენლობით ემზადებით?

- ჩემს მიერ გამოძახებული კალათბურთელებიდან, მძიმე ფორვარდმა გიორგი რევაზაშვილმა (“ბათუმი-რსუ”) ნაკრებში თამაში არ ისურვა. აშშ-ს ერთ-ერთი კოლეჯის გუნდის წევრს, პერიმეტრის მოთამაშე კოღუაშვილს წელის ტრავმა აქვს და ნაკრებში მოხვედრის შანსი დაკარგა.

- როგორ აფასებთ ჩვენი გუნდის პირველ სამეულში მოხვედრას და ჯგუფიდან გასვლის შანსს?

- ესპანეთი “C” ჯგუფის გამოკვეთილი ლიდერია, დანარჩენ გუნდებს II-III ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ.

- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?

- ფარზე ბურთისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება, რადგან ტანმაღალი კალათბურთელების სიმცირეს განვიცდით.

20 წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან


უკანა ხაზი: რეზო როგავა (”სოხუმი”), გიორგი ტეტელაშვილი (სტუ), დუდა სანაძე (”დინამო”), მერაბ ბოქოლიშვილი (“შსს აკადემია”), ოთარ ფხაკაძე (“ლიბერთი-ქრისტეან”).

ფორვარდები: საბა ლობჟანიძე (სტუ), ნოდარ თენიეშვილი (“შსს აკადემია”), კახა ჭინჭარაძე (თსსუ), ლევან ელიაძე (”ბათუმი”-რსუ), ზურა მაჩალაძე (სტუ), ბექა ბურჯანაძე (“კახასოლი, ესპანეთი).

ცენტრები: გოგა ჯავახიშვილი (სტუ), ირაკლი ალხანაიძე (“დინამო”), ავთანდილ ლომინაშვილი (“ქუთაისი-2010”)

მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი

ასისტენტი: არჩილ ჟღენტი

მენეჯერი: გია სანაძე

# 328ავტორი: Wertil^
iventusi,
რა უაზრო ხარ ! ისე ნეტა კალათბურთი მაინც რამე ქნან ჩვენებმა ტო :X!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით