ავსტრიაში გამგზავრების წინ ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

კალათბურთი 16-ივლ, 15:219 datopagava23 1072 5





საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, გამთენიისას, ავსტრიაში მიემგზავრება. შეკრებაზე გამგზავრების წინ ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ივარჯიშა, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო. კალათბურთელები და მწვრთნელები მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ივლისიდან თბილისში ფიზმომზადების შეკრება გაიარა. ნაკრები 17 ივლისიდან სრულფასოვან შეკრებაზე გადავა, სადაც ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და რამდენიმე კალათბურთელი შეუერთდება. 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ეროვნული გუნდი ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში მოემზადება, რის შემდეგაც 2 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, ასევე გამართავს საკონტროლო მატჩებს ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებებთან.

ავსტრიაში შეკრებას შემდეგი კალათბურთელები გაივლიან:

გამთამაშებლები : ჯეისონ პულენი, კორი ფიშერი, გიორგი ცინცაძე, ოთარ ფხაკაძე, რეზო როგავა

მსროლელები : მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე

მსუბუქი ფორვარდები : ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია

მძიმე ფორვარდები : თორნიკე შენგელია, აკაკი დვალიშვილი, ნიკა მეტრეველი, ბექა ბექაური, ნოდარ თენიეშვილი

ცენტრები : ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 5

iventusi_rati 27-ივლ, 09:27

ისე ახლა ძან კაი თაობა არა რა.

datopagava23 19-ივლ, 14:58

ითამაშეს და წააგეს

Wertil^ 19-ივლ, 13:44

რა ქნეს ისე ამათმა ჯერ არ უთამაშიათ?

Wertil^ 17-ივლ, 15:56

წარმატებები ბიჭებოო !

iventusi 17-ივლ, 12:01

მიდით ბიჭები.
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018