აირჩიეთ გუნდი:

ქართველი 16-წლამდელები ბელარუსებთან დამარცხდნენ და ფინეთს შეხვდებიან



საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩს ფინეთთან გამართავს. გია კაზანჯიანის გუნდი მე–11 ადგილის დასაკავებლად სკანდინავიელებს შეეცილება. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც საქართველომ ბელარუსთან წააგო და მე–9 ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა. პარალელურ წყვილში კი ჰოლანდიამ ფინეთს აჯიბა და B დივიზიონში ქართველების ბოლო მეტოქეც გაირკვა.

ბელარუსებმა მატჩი 8–ქულიანი სხვაობით – ანგრიშით 74:66 მოიგეს. სლავებმა პირველი მეოთხედის შემდეგ 7–ქულინი უპირატესობა მოიპოვეს, რაც მატჩის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნეს. ქართველებისგან 15–15 ქულა დააგროვეს ლევან გოგალაძემ და გიორგი გუგეშაშვილმა, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 12 ქულა იყო.

საქართველო 29 ივლისს ტურნირის ბოლო მატჩს ფინეთთან გამართავს. შეხვედრა 18 საათსა და 15 წუთიდან დაიწყება.

წყარო: GBF.GE Georgian Basketball Federation Official Site  

2

812

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: M_X_E_C_I  

iventusi_rati,
3თამაში ზედიზედ მოიგეს ძმა რაღა გინდა? თან ბელარუსიაა ბრატ ეხუმრები? ფინეთს არ გავახარებთ !

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

ამათ რა ჭირთ რა.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.