Image

ატლანტას ზედიზედ მე–6 მოგება და ჩხუბი ბოსტონში

კალათბურთი / NBA 30-ნოე, 18:509 Dark Dante 1266


















„ატლანტა“ სტაბილურად იგებს, ზაზა ფაჩულია კი სასტარტოში ვერ დასტაბილურდა. 3 დღის წინ „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ გაბრწყინების (19 ქულა, 12 მოხსნა) შემდეგ მწვრთნელმა ქართველი ცენტრი სათადარიგოებში დააბრუნა. ატლანტელებმა შეუპოვარი „შარლოტ ბობქეთსი“ 3 ქულის სხვაობით – 94:91 დაამარცხეს, ფაჩულიამ კი მოედანზე 21 წუთი გაატარა.

ქართველმა ცენტრმა 7 ოქრულიანიდან 2 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 3 ცდიდან 2 სროლა გამოიყენა. 6 ქულასთან ერთად ზაზამ 6 მოხსნაც მიითვალა. ატლანტელთა სასტარტო მეფარებმა – ალ ჰორფორდმა და ჯოშ სმიტმა ტყუპებივით შედეგი აჩვენეს: 17–17 ქულა, 6–6 პასი, 2–2 დაკარგვა და მცირე განსხვავება იყო მოხსნებში: 13 სმიტს, 11 – ჰორფორდს.

პირველი ტაიმის შემდეგ შარლოტელები 2 ქულით იგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში 20:28 დამარცხდნენ და საბოლოოდ საქმის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს. ატლანტაში საქმე დიად გუნდებს ვერ გამოუსწორებიათ და „შარლოტი“ რას გახდებოდა. შესაბამისად, „ატლანტამ“ მორიგი, ზედიზედ მე–6 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერებში მხოლოდ „მაიამის“ ჩამორჩება.

წარმატებულ სერიას აგრძელებს და მოგებ–წაგებათა „ატლანტას“ დარი შეფარდება აქვს თორნიკე შენგელიას „ბრუკლინს“, რომელმაც დღეს, გამენიისას, უპრინციპულესი მატჩი მოიგო ბოსტონში – 95:83. როგორც ჩანს, ბრუკლინელებმა შეთამაშება მოახერხეს და ნელ–ნელა, მართლაც საჩემპიონო გუნდად ყალიბდებიან.

ამ მატჩში მოხდა დიდი ჩხუბი, რომლის შემდეგაც 4 მოთამაშე – კევინ გარნეტი, რაჯან რონდო, კრის ჰამფრი და ჯერალდ უოლესი თამაშიდან გააგდეს. გარნეტის წინააღმდეგ ჰამფრის უხეშ თამაშს რონდომ მუშტი–კრივით უპასუხა და ბრუკლინელთა ფარქვეშ ჯგუფური ჩხუბი გაჩაღდა.

თორნიკე შენგელია კი ისევ არ ყოფილა განაცხადში. ქართველ ფორვარდს ნბა–ს განვითარების ლიგაში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დროებით გაშვებას უპირებენ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (326)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა