Image

ფაჩულიას ორიანები და ატლანტას მარცხი კლივლენდთან

კალათბურთი / NBA 01-დეკ, 23:579 beqa_beqa 1209


ზაზა ფაჩულიას გუნდმა წარმატებული სერია დაასრულა. ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ „ატლანტა ჰოუქსმა“ დღეს, გამთენიისას, შინ „კლივლენდთან“ წააგო. მარცხი განსაკუთრებულად დასანანი იყო, რადგან „კლივლენდი“ აუტსაიდერთა კატეგორიას განეკუთვნება, თანაც „ატლანტა“ შინ თამაშობდა და ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით იგებდა. მასპინძლებმა ვერ შეინარჩუნეს მოპოვებული ლიდერობა და 111:113 დამარცხდნენ.
ქართველი ცენტრისთვის ეს იყო ერთ-ერთი უშედეგო თამაში მიმდინარე სეზონში. ფაჩულია სათადარიგო იყო და მთლიანობაში 21 წუთი ითამაშა. ზაზამ 5 ოქრულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 2 მოხსნით 1 პასით და 1 დაფარებით დაასრულა. ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა 42 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი მოაგროვა - 15 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.
ატლანტელებს 9 მოგების წილ 5 მარცხი გააჩნიათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე არიან. 11 მოგებითა და 4 მარცხით მეორე საფეხურზე იმყოფება თორნიკე შენგელიას „ბრუკლინი“, რომელმაც დღეს, გამთენიისას, გასვლაზე „ორლანდო“ 98:86 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი განაცხადში არ ყოფილა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (367)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა