თორნიკე შენგელიამ D ლიგაში შეიძლება “ბოსტონის” სახელით იასპარეზოს

კალათბურთი 03-დეკ, 02:069 beqa_beqa 856 1





საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ბრუკლინ ნეთსის” ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ D ანუ NBA-ს განვითარების ლიგაში, შეიძლება განათხოვრების წესით “ბოსტონის” სახელით იასპარეზოს.
ამის შესახებ “მოსფლიო სპორტს” თორნიკე შენგელიას მამამ, კახა შენგელიამ განუცხადა.
მიმდინარეობს მოლაპარაკება “ბრუკლინსა” და D ლიგაში მოასპარეზე “ბოსტონს” შორის, რათა ამ უკანასკნელის სახელით თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელმა ტაიშუან ტეილორმა, მაქსიმუმ სამი კვირის განმავლობაში, NBA-ს განვითარების ლიგაში იასპარეზონ. “ბრუკლინსა” და ბოსტონს” შორის თითქმის მიღწეულია ურთიერთშეთანხმება, რომელსაც ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება”, – გვითხრა კახა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ “ნეთსის” ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ, ეროვნულ საკალათბურთო ასოცაციაში, მისი გუნდის მიერ ჩატარებული მატჩების უმეტესობა გამოტოვა.
შენგელიამ ბოლო შეხვედრებში მარცხენა ხელზე ცერა თითის დაზიანების გამო ვერ იასპარეზა. თუმცა, სეზონის სტარტზე თოკოს უთამაშებლობის მიზეზი მარტო ეს არ ყოფილა.
როგორც “ნეთსის” მთავარმა მწვრთნელმა ეივერი ჯონსონმა აღნიშნა, მისი სურვილია, თორნიკეს საკმარისი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ცხადია, ეს NBA-ში არ ხერხდება და აღნიშულიდან გამომდინარე, სწორედ ეს გახდა შენგელიას და ტეილორის D ლიგაში გაშვების მიზეზი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

beqa_beqa 03-დეკ, 04:21

წარმატებები 8
კომენტარის დატოვება






რეკლამა