Image

ზაზა ხუთეულს მემფისში მოგებით დაუბრუნდა

კალათბურთი / NBA 10-დეკ, 19:009 Dark Dante 1249


ზაზა ფაჩულიას გუნდმა კვლავ იმარჯვა, თუმცა ამჯერად არა რიგით, არამედ, მრისხანე მეტოქესთან. „ატლანტა“ ნბა–ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგის მქონე „მემფისს“ ესტუმრა და დიდებულად ნათამაშები მესამე მეოთხედის წყალობით მეტოქე 93:83 დაამარცხა. ეს გახლდათ „ჰოუქსის“ მე8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 ქულა მიითვალა, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელიც კვლავ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 35 წუთი გაატარა. ამაზე მეტი, 36 წუთი, ფაჩულიას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ, „კლიპერსის“ წინააღმდეგ უთამაშია.

ფაჩულია რომ სარგებლიანი არ ყოფილიყო, მოედანზე 35 წუთით არავინ დატოვებდა. ქართველი ცენტრი კარგად ირჯებოდა დაცვასა და ფარქვეშა ბრძოლებში. ქულებს კი სხვები აგროვებდნენ და „ატლანტამ“ საწადელს მიაღწია. მემფისელებს ამ მატჩამდე 14 მოგება და 3 მარცხი – ანუ ლიგის საუკეთესო შედეგი ჰქონდათ და ასეთი ბობოქარი გუნდის საკუთრ ქალაქში, სავსე ტრიბუნების წინ დამარცხება „ატლანტამ“ მოახერხა.

ფაჩულიამ 3 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმოდან კი 1 მიითვალა. ზაზას 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. სასტარტოში ითამაშა ცენტრის პოზიციაზე ზაზას კონკურენტმა ალ ჰორფორდმაც, რომელმაც 37 წუთში 19 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ატლანტელთაგან საუკეთესო კი ჯოშ სმიტი იყო 24 ქულით, 8 მოხსნით, 4 პასითა და 3 ჩაჭრით.

მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა. „ატლანტა“ 5 ქულით აგებდა, როცა შედეგიანობას სასწაულებრივად უმატა და მასპინძლებს 20 უპასუხო ქულა უთავაზა. ამ ელვისებური დარტყმის შემდეგ „მემფისი“ მატჩის ბოლომდე გონს ვეღარ მოეგო.

5 წაგების მქონე „ატლანტასთვის“ ეს მე–12 მოგება იყო. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მესამეზეა, თუმცა ლიდერ „მაიამისთან“ და „ნიუ იორკთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რისი გაბათილებაც მომავალ მატჩშივე შეუძლია. ატლანტელები მემფისიდან ფლორიდაში ჩავლენ, სადაც 10 დეკემბერს მოქმედ ჩემპიონ „მაიამის“ დაუპირისპირდებიან.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (368)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა