Image

მარკოიშვილის 20-მა ქულამ კანტუ ჯგუფიდან ვერ გაიყვანა

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 14-დეკ, 15:589 Dark Dante 1031


















მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“ ევროლიგის ჯგუფიდან გასასვლელად მცირედი დააკლდა. იტალიურმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში სტამბოლში, „ფენერბაჰჩესთან“ დაძაბულ ბრძოლაში წააგო და მომდევნო ეტაპზე ვეღარ გავიდა. კანტუელები მოგების ანსს ბოლო წუებამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ მასპინზლების დამარცხება ვერ მოახერხეს.

მარკოიშვილის გუნდმა წინა მატჩში შინ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და ბოლო ტურში მხოლოდ საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული. თუკი სტამბოლში იმარჯვებდა, ჯგუფში „ფენერბაჰჩე“ რჩებოდა და თურქული გუნდის ადგილს „კანტუ“ იკავებდა. იტალიურმა გუნდმა პირველი მეოთხედი 22:18 მოიგო, მაგრამ მეორეში მასპინძლებმა იძალეს და დიდი შესვენებისთვის 43:38 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „კანტუმ“ მოსაგებად გაიწია, რაც მეტწილად ქართველი ლეგიონერის დამსახურება იყო. მარკოიშვილი შედეგიანი იყო შეტევაში და დაცვაშიც კარგად ირჯებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა და მატჩის ბომბარდირი გახდა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა კანტუელთაგან ყველაზე მეტი - 36 წუთი ითამაშა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად მანუჩარმა 3 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. მისმა მარგი ქმედეგის კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რაც კანტუელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ, მთლიანად მატჩში კი ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბო მაკალებს (19) ჩამორჩა.



მატჩის ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა „კანტუ“ მოგების შანსს, მაგრამ მასპინძლებმა გადამწყვეტ მომენტში მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და საბოლოოდ 77:69 იმარჯვეს. ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი: „პანათინაიკოსი“, „რეალი“, „ხიმკი“ და „ფენერბაჰჩე“ გავიდნენ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ და გიორგი შერმადინის „მაკაბი“, რომელთა თამაშებიც თბილისის დროით გვიან ღამე დასრულდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა