ატლანტამ შარლოტი გაანადგურა და მაიამის გაუთანაბრდა

ატლანტამ შარლოტი გაანადგურა და მაიამის გაუთანაბრდა

14-12-2012, 16:01

„ატლანტა ჰოუქსმა“ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა შინაურ არენაზე „შარლოტი“ მიიღო და 23 ქულის სხვაობით - 113:90 გაანადგურა. ატლანტელებმა ბოლო 13 შეხვედრიდან 11 მოიგეს, რაც ნებისმიერი გუნდისთვის შესაშური შედეგია.


ამ გამარჯვებით ატლანტელები მოქმედ ჩემპიონ „მაიმის“ დაეწივნენ და ფლორიდელებთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციაში II-III ადგილებს იყოფენ. ორივე მათგანს 14 მოგება და 6 მარცხი გააჩნიათ.



რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ფაჩულიამ იგი უქულოდ დატოვა. ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა და შარლოტელთა ფარისთვის არც შეუტევია. ზაზამ 7 მოხსნა გააკეთა და სხვა სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია. საუკეთესონი კი ატლანტელთა სხვა სათადარიგოები გახდნენ: ლუი უილიამსი 13 ქულა, 9 პასი და დევინ ჰარისი - 20 ქულა.



მომდევნო შეხვედრას „ატლანტა“ კვლავ შინ, 15 დეკემბერს, „გოლდენ სტეიტთან“ გამართავს.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით