Image

ცინცაძის 3-ში 3 და ბუდიველნიკის მორიგი გამარჯვება

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 16-დეკ, 16:129 Dark Dante 1340


















გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ჩემპიონატში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. კიევურმა გუნდმა რიგით გუნდ „ჩერკასკი მავპის“ უმასპინძლა და 77:60 გაიმარჯვა.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28:22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. გიორგიმ 3-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდნენ. “ბუდიველნიკს” 17 ქულით და 7 მოხსნით უკრაინის ნაკრების წევრმა არტურ დროზდოვმა ულიდერა.


კიეველებს 15 მოგება და 5 მარცხი აქვთ და ამ შედეგით სუპერლიგის ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრა „ბუდიველნიკს“ კვლავ შინ აქვს. ცინცაძის გუნდი 16 დეკემბერს „მიკოლაევს“ უმასპინძლებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა