გიორგი შერმადინი "ოლიმპიაკოსში" ჩაირიცხა.

კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 25-დეკ, 01:009 Dark Dante 2010 1






საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი კარიერას „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელებს. ისრაელის „მაკაბის“ ყოფილმა ცენტრმა ბერძნულ გრანდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

შერმადინმა გუშინ ისრაელის ჩემპიონატში არ ითამაშა. „მაკაბიმ“ „აშდოდს“ სძლია, მაგარამ ქართველი კალათბურთელი განაცხადში არ იყო. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით ქართველი ცენტრი რუსულ „კრასნიე კრილიაში“ გადადიოდა, თუმცა საბოლოოდ შერმადინი „ოლიმპიაკოსში“ აღმოჩნდა.



შერმადინს უკვე ნათამაშები აქვს საბერძნეთის ჩემპიონატში. 2008-2009 წლების სეზონში იგი “პანათინაიკოსში“ გამოდიოდა და საბერძნეთის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ 9.5 ქულას, 4.5 მოხსნას და 1.0 პასს აგროვებდა. იმ პერიოდში გიორგიმ ევროლიგაში მხოლოდ 1 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თითო ქულა, მოხსნა, ჩაჭრა და დაფარება დააგროვა. 2009-10 წლების სეზონში შერმადინი უფრო შედეგიანი გახლდათ და ევროლიგის 12 შეხვედრაში საშუალოდ 4.5 ქულა და 2.2 მოხსნა ჰქონდა, საბერძნეთის ჩემპიონატში კი 19 თამაშში საშუალოდ 5.1 ქულასა და 2.7 მოხსნას აგროვებდა.



"ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის ჩემპიონატის ლიდერია. პირეოსელებს 11-დან ყველა მატჩი მოგებული აქვთ. ოლიმპიაკოსელები ევროლიგის მოქმედი ჩემპიონები არიან და მიმდინარე სეზონში ტოპ-16-ში გავიდნენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

zaza2000 13-იან, 11:46

აბა რა რა უნდა რუსეთში :D
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018