ევრობასკეტი 2017
დაიჯერეთ, დაიჯერეთ - თორნიკე შენგელიას მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი

საქართველო-ლიტვის საუკეთესო კალათბურთელი უდავოდ თორნიკე შენგელია იყო, თოკომ იმდენად კარგად ითამაშა, რომ ხშირი იყო ეპიზოდები, როდესაც მას ტაშს ლიტველი გულშემატკივრებიც უკრავდნენ.

მთლიანობაში ქართველმა კალათბურთელმა 36 წუთში 29 ქულის მოგროვება შეძლო, მატჩის შემდეგ ძალიან საინტერესო იყო თოკოს კომენტარი.

"დაიჯერეთ, დაიჯერეთ, დაუჯერებელი არაფერი არ მომხდარა, საკმაოდ კარგი გუნდი ვართ ჩვენ , ყველა იძახის, რომ სიურპრიზი იყო დღევანდელი მოგება, მაგრამ ჩემი აზრით ეს ესე არ არის, რა თქმა უნდა ლიტვა ძალიან მაგარი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლები, როცა მოვინდომებთ ნებისმიერ ნაკრებთან შეგვიძლია თამაში, მომდევნო ეტაპისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით"-აცხადებს შენგელია.








კომენტარის დამატება