ევრობასკეტი 2017
ესპანეთის ნაკრები პირველი ნახევარფინალისტია

ევრობასკეტის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში ერთამენთს ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებები ხვდებოდნენ.

შეხვედრის ფავორიტი რა თქმა უნდა ესპანელები იყვნენ და მოლოდინც გამართლდა, მათ მეტოქე 12 ქულის სხვაობით 84:72 (16:19, 18:14, 31:20, 19:19) დაამარცხეს.

გამარჯვებულის მხარეს საუკეთესო მარკ გასოლი იყო, რომელმაც 28 ქულა, 10 მოხსნა და 4 გადაცემა მოაგროვა. პაუ გასომლა 19 ქულა მიითვალა, სერხიო როდრიგესმა კი 11 ქულა და 7 გაცემა შეასრულა.

დამარცხებულების მხრიდან საუკეთესო შრედერი იყო 27 ქულით და 8 გადაცემით.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სლოვენიასა და ლატვიის შორის გამარჯვებულს შეხვედება.








კომენტარის დამატება