აირჩიეთ გუნდი:

სულ რამდენი ხმა მიიღო ზაზა ფაჩულიამ 2 დღის განმავლობაში?



მთელი საქართველო ცდილობს საქართველოს ეროვნული ნაკრების და "დალას მავერიქსის" ლიდერს, ზაზა ფაჩულიას დაეხმაროს და "All Star"-ში მონაწილეობა მიიღოს. ფაჩულია შუალედური შედეგების საუკეთესო 15 კაცს შორის ვერ მოხვდა, რამაც კიდევ უფრო მეტი ორგანიზება გაუწია იმ ხალხს, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა. საქართველოს მაშსტაბით თითქმის ყოველი მე-5 "Facebook"-ზე დარეგისტრირებული პიროვნება პოსტავს და ზაზას ხმებს უწერს.

დაუზუსტებული ინფორმაციით, ზაზამ უკვე 45 ათასზე მეტი ხმა მიიღო, რაც საკმარისი კვლავ არაა. მას სჭირდება ისეთ კალათბურთელებს გაუსწროს, როგორებიც არიან: გასოლი, კაზენსი, ჰოვარდი და სხვები.

ჯერჯერობით კაპიტანს თავის ოფიციალურ გვერდზე არავითარი გამოხმაურება არ ჰქონია, თუმცა "მილუოკისთან" გამარჯვების შემდეგ სურათი ატვირთა, რამაც მაშინვე მოიპოვა პოპულარობა.

ასე, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაქტიურდეთ და დავეხმაროთ ფაჩულიას, რათა ისტორიაში პირველად ქართველმა "All Star"-ში მიიღოს მონაწილეობა.

წყარო: fexburti.ge  
Загрузка...

0

13656
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.