ამერიკულმა თოქშოუმ საქართველოსა და ზაზა ფაჩულიას ბოდიში მოუხადა (ვიდეო)

ამერიკულმა თოქშოუმ საქართველოსა და ზაზა ფაჩულიას ბოდიში მოუხადა (ვიდეო)

14-01-2016, 13:21

ამერიკულმა სპორტულმა ტოქშოუ Starters-მა საქართველოსა და ზაზა ფაჩულიაზე ხუმრობის გამო ბოდიში მოიხადა.
ერთერთ გადაცემაში წამყვანებმა All Star-ის მატჩში მონაწილეობისთვის მიმდინარე ხმის მიცემის შუალედურ შედეგებზე ისაუბრეს, რომლის თანახამდაც ზაზა ფაჩულია მე-8 ადგილზე იმყოფება და დემარკუს ქაზინს, დუაიტ ჰოვარდს და მის თანაგუნდელ დირკ ნოვიცკისაც უსწრებს. წამყვანებმა გაკვირვება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ ფაჩულია, რომელიც 13 წელია NBA-ს ცენტრია, All Star-თან ახლოს არასოდეს ყოფილა.

"ჩვენ არ გვინდა ზაზა All Star-ში დემარკუს ქაზინსზე წინ. ეს სიგიჟეა, ეს დემარკუს ქაზინსია, ლიგაში საუკეთესო. არ ვიცი, როგორ მოხვდა ფაჩულია მასზე წინ" - თქვა გადაცემის მსვლელობისას ერთერთმა წამყვანმა.

"მას საქართველო უჭერს მხარს. საერთოდ რამდენია საქართველოს მოსახლეობა?" - იხუმრეს წამყვანებმა.

გადაცემას გულშემატკივრების აღშფოთება და უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც Starters-ის წამყვანებმა ბოდიში მოიხადეს. მათ მაყურებელს NBA-ში ზაზა ფაჩულიას 5 საუკეთესო მომენტი შესთავაზეს.

თუმცა , ბოდიშის მოხდის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიასადმი საქართველოს პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და გადაცემა "ნიჭიერის" მიერ გამოხატულ მხარდაჭერაზე კვლავ იხუმრეს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით