ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას ამერიკელი გულშემატკივარი ნეგატიურდ გამოეხმაურა - რას წერენ ისინი ?

NBA 14-ივნ, 14:479 Sportnews 8039 0






ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობამ ქართველი გულშემატკივარი ძალიან გახარა, კალათბურთელმა ეს გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა და ქართველი ხალხისგან უამრვი დადებითი კომენტარიც დაიმსახურა, მაგრამ სოციალურ ქსელებში სამწუხაროდ ამერიკელი გულშემატკივრებისგან ძირითადად ნეგატიური კომენტარი მოდის.

აღნიშნული ამერიკელები ოღონდ "გოლდენ სტეიტის" გულშემატკივრები არ არიან, ისინი ძირითდად "სან ანტონიოსა" და "კავალიერსის" მხარდამჭერნი არიან.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს.

"თქვენ თუ შვილს ელოდებით, იცოდეს ის სწორედ იმ სამყაროში დაიბადება, სადაც ზაზა ფაჩულია ჩემპიონია"

"მას MVP-ის ტიტული ეკუთვნის, რადგან მიაყენა ტრავმ კავაი ლეონარდს, რის შემდეგაც "გოლდენ სტეიტი" ფინალში გავიდა"

"ზაზა, მაკგი და ბარნსი ჩემპიონები არიან, დიახ სწორედ კითხულობთ, არაფერი გეშლებათ"

"ზაზა ფაჩულია ჩემპიონია, კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ცხოვრება უსამართლოა"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018