NBA
ზაზა ფაჩულიას საქართველოში "გოლდენ სტეიტი" ჩამოჰყავს

ზაზა ფაჩულიამ საქართველოში შესაძლოა "გოლდენ სტეიტი" ჩამოიყვანოს, ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესპრესნიუსმა" გაავრცელა.

ინფორმაციის თანახმად "გოლდენ სტეიტ უორიორსის" კალათბურთელები საქართველოში მათი ქართველი თანაგუნდელის, ზაზა ფაჩულიას მოწვევით ჩამოდიან.

სავარაუდოა, რომ სუპერ ვარსკვლავები ბათუმში გასამართ ჯაზ-ფესტივალს დაესწრებიან. ზაზა ფაჩულია რამდენიმე დღეში თავად ჩამოვა საქართველოში და სავარაუდოდ ამ ინფორმაციასაც დაადასტურებს.








კომენტარის დამატება