სტივ კერი: " როდესაც სხვებს უჭირთ, ამ დროს ზაზა ფაჩულია ....."

NBA 26-იან, 12:169 Sportnews 1727 0





"გოლდენ სტეიტმა" საკუთარ არენაზე "ნიუ იორკ ნიქსი" 123:112 დაამარცხა. როგორც ყოველთვის სასტარტო ხუთეულში იყო ზაზა ფაჩულია, რომელმაც საკმაოდ შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ქართველის ანგარიშზე 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა გახლდათ და მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც იყო. შეხვედრის შემდეგ ფაჩულიაზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ.

"როდესაც სხვებს გაუჭირდათ ამ დროს ლიდერობა ზაზამ აიღო საკუთარ თავზე და ფარქვეშ შესანიშნავი იყო"

"ის მოედანზე შესანიშნავად მოძრაობს და გუნდელებს სივრცეებს მშვენივრად უნთავისუფლებს"
-აცხადებს კერი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა