NBA
NBA: კაზინსისათვის სეზონი დასრულდა

,,ნიუ ორლეანს პელიკანსის" ცენტრმა, დემარკუს კაზინსმა, ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მარცხენა ფეხის უმძიმესი ტრავმა მიიღო, მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რამაც მის ამ სეზონში თამაშს წერტილი დაუსვა.
,,ბუგი" 6 თვეში შეძლებს ვარჯიშები რომ განაახლოს, შესაბამისად, ახალი სეზონიდან კვლავ დაგვიბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონი მისთვის საუკეთესოა, გუნდი კი, მისი და ენტონი დევისის ლიდერობით, მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. სამწუხაროდ ეს დაზიანება ამ იმედებს ძალიან კლავს.
გთავაზობთ კაზინსის ტრავმის ამსახველ ვიდეოს:












კომენტარის დამატება