NBA
NBA-მ ,,All-Star"-ის გამარჯვებულთათვის საპრიზო თანხა გაზარდა

,,NBA All-Star" ლიგის უპრესტიჟულეს ღონისძიებას წარმოადგენს და მოთამაშეებისათვის აქ მოხვედრა უდიდესი პატივია.
ცოტა ხნის წინ, ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ გაავრცელა სიახლე, რომ ამ თამაშის გამარჯვებულებისათვის საპრიზო თანხა გაიზრდება 100 000 დოლარამდე. ადრე ეს მაჩვენებელი 50 000 იყო. სამაგიეროდ, დამარცხებულისათვის ფულადი პრიზი კვლავ 25 000 დოლარი დარჩა.
როგორც NBA-ს მაღალ ეშელონებში განმარტეს, ეს ყველაფერი მატჩს უფრო საინტერესოს, დაძაბულსა და ბრძოლისუნარიანს გახდის. იგივე აზრი აქვთ თამაშის მონაწილეებსაც და ფაქტს დადებითად აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ ,,All-Star"-ის ფორმატი შეიცვალა და ერთმანეთს აღარ ეთამაშებიან აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის ნაკრებები, ახლა შეხვედრა შერეული კალათბურთელების მონაწილეობით ხდება ლებრონის გუნდსა და კარის გუნდს შორის. ეს უკანასკნელი მოვლენაც თამაშის უფრო საინტერესოდ წარმართვას ემსახურება.








კომენტარის დამატება